Monday, September 19, 2011

კერძო დავების გადაწყვეტა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში





აკაკი წერეთლის სახელმწიფონივერსიტეტი



საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამართლის  დეპარტამენტი

 




                                    ს



 კერძო დავების გადაწყვეტა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში

 


სამართლის  სპეციალობის ბაკალავრიატის

სტუდენტებისათავის


















სასწავლო კურსის დასახელება:  კერძო დავების გადაწყვეტა ზემდგომ ინსტანციის
                                                                 სასამართლოში
სასწავლო კურსის კოდი: SLB0171    
სასწავლო კურსის სტატუსი :  სპეციალიზაციის მოდულის(კერძო სამართალი)
                                                            არჩევითი კურსი
კურსის დონე: ბაკალავრიატი
ECTS:  კრედიტების რაოდენობა -  5 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
სასწავლო კურსის ავტორი:   რობიზონ ხურცილავა,  სამართლის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი,
                              აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
                               სამართლის დეპარტამენტი.
                         ტელ.: 598 10 18 68
                                                    E-mail: robizoni555@mail.ru
სასწავლო კურსის მიზანი: 
მისცეს სტუდენტს პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ის უნარ–ჩვევები, რომლებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპისთვისაა აუცილებელი, გააცნოს ის ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობამ განიცადა, გამოიმუშავოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში კერძო დავების განხილვის დროს სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესუალური თავისებურებანი და განაზოგადოს კერძო დავების განხილვის სხვადასხვა სტადიებზე სათანადო გადაწყვეტილების მიღებისა და ობიექტური ჭეშმარიტების მიღწევის შესაძლებლობანი. განუვითაროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების, კონკრეტული სიტუაციის შეფასების უნარი.

სასწავლო კურსის ფორმატი:
ჯგუფში მუშაობა - 45.

სემესტრში, სთ
კვირაში, სთ
ლექცია
45
3
დამოუკიდებელი მუშაობა
80

დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი საათი ნაწილდება შემდეგი სახით:
        ჯგუფური მუშაობისათვის მომზადება - 30 სთ;
        I შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარება -13 სთ;
        II შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარება - 13 სთ;
        ფინალური გამოცდის მომზადება-ჩაბარება -  24 სთ.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობა:  სამოქალაქო სამართლის პროცესი

სასწავლო კურსის შინაარსი:  
კვირის ნომერი
პრაქტიკული მეცადინეობა
ლიტერატურა
საათების რაოდენობა
თემა
1
2
3
4
1          
1
სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები; მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, როგორც საპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები; სააპელაციო საჩივრის ობიექტი.
[1]მუხლი 364, [2] გვ. 6-12, [3] კაზუსი №207
1
სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.


[1] მუხლი 365 [3] კაზუსი №209
1
დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დაუშვებლობა.
[1] მუხლი 366
2          
1
სააპელაციო საჩივრის შინაარსი; საპელაციო საჩივრის შეტანის ვადა; საპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა; სააპელაციო საჩივრის ფორმულარის გაანალიზება.
[1] მუხლი 368-370, [2] გვ. 13-24, [5]
1

სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები და შემოწმება; საპელაციო საჩივრის მიღება; აღნიშნულთან დაკავშირებით საპროცესო დოკუმენტების შედგენა.

[1] მუხლი 374-375, [3] კაზუსი №218
1

სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებასთან დაკავშირებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

[2] გვ. 55-56, 60, [3] კაზუსი №212, №213, №214
3          
1

საქმის მომზადება საპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად.

[1] მუხლი 273
1

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები.

[1] მუხლი 377
1

გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებთან დაკავშირებით სტუდენტების დაყოფა ჯგუფებად და პრაქტიკული უნარ ჩვევების გამომუშავება.

[3] კაზუსი №216
4          
1

შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მისი განსხვავება შეგებებული სარჩელისაგან.

[1] მუხლი 188-190, 379, [3] კაზუსი №210
1

შეგებებულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. სასწავლო პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის ფუნქციების განაწილება.

 

[2] გვ. 48, 58-59.
1

მტკიცებულებების გამოკვლევასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.


[1] მუხლი 380, 382
5          
1
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თავისებურებანი.
[1] მუხლი 383
1
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული შემთხვევის განხილვა.
[2] გვ. 67
1
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
[1] მუხლი 385, [2] გვ. 44-45
6          
1
მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები საპელაციო სასამართლოში.
[1] მუხლი 387
1
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების და განჩინების შინაარსი; გადაწყვეტილების და განჩინების ჩამოყალიბებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
[1] მუხლი 389-390
1
სააპელაციო წარმოებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებების ნიმუშების შედგენა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
-
7          
1
საკასაციო საჩივრის ობიექტი და სუბიექტები.
[2] გვ. 73-84, 88-89
1
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
-
1
საკასაციო საჩივრის საფუძვლები. საკასაციო საჩივრის ფორმულარის გაანალიზება.
[1] მუხლი 393, [5]
8          
1

გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
[1] მუხლი 394
1

საკასაციო საჩივრის შინაარსი; საჩივრის შეტანის ვადა.
[1] მუხლი 396-397, [2] 85-88, 143-145, [3] კაზუსი №220, №222
1
საკასაციო საჩივრის შედგენისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
[5]
9          
1
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება; საკასაციო საჩივრის მიღების შედეგები.
[1] მუხლი 401-402, [2] გვ. 89-93
1
გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები.
[1]  მუხლი 404, [2] გვ. 149
1
შეგებებული საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
[1] მუხლი 405
10      
1
გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლები;  საკასაციო საჩივარზე უარის თქმა.
[2] გვ. 104-138
1
სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
[1] მუხლი 412
1
საკასაციო წარმოებასთან დაკავშირებით კონკრეტული შემთხვევის განხილვა, ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის ფუნქციების განაწილება.
[2] გვ. 139-151
11      
1
კერძო საჩივრის ობიექტი
[2] გვ. 153-159, [3] კაზუსი №221
1
კერძო საჩივრის განხილვა.
[2] გვ. 159-163
1
კერძო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
[2] გვ. 164-180
12      
1

კერძო საჩივართან დაკავშირებით საპროცესო დოკუმენტების შედგენა.
-

1
საქმის წარმოების განახლების მნიშვნელობა და სახეები; ახლად აღმოჩენილი გარემოება და მისი განსხვავება ახალი მტკიცებულებებისაგან და ახალი გარემოებებისაგან.
[2] გვ. 181-187
1
საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.     
[2] გვ. 205-206
13      
1
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები და საგანი.
[2] გვ. 187-196
1
განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ; განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
[1] მუხლი 422-423
1
სასამართლოები, რომლებიც გადასინჯავენ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ან გადაწყვეტილების ბათილობის გამო.
[1] მუხლი 424, [2] გვ. 197-198
14      
1
საქმის აღძვრის წესი; განცხადების შეტანის ვადასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
[1] მუხლი 425, [2] გვ. 198
1
ბათილობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინარსი.
[1] მუხლი 427
1
განცხადების დასაშვებობის შემოწმება.
[1] მუხლი 429
15
1
განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
[1] მუხლი 430
1
საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით ჯგუფში მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
[2] გვ. 204-229
1
საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით ჯგუფში მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
[2] გვ. 204-229

                      
ძირითადი ლიტერატურა:  
1.       საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 2011  (ცვლილებებითა და დამატებებით);
2.       შ. ქურდაძე, სამოქალაქო საქმეთა განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში,  თბ; 2006.
3.       ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ; 2003.
4.       ს. ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა, თბ; 2009.
5.       საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშები - www.hcoj.gov.ge
დამატებითი ლიტერატურა:
  1. პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბ; 2008.       
  2. ა. კობახიძე, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ;  2003.
  3. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ; 2006.
  4. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო სამეთა წარმოება სასამართლოში, თბ; 2001.
  5. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესის საკითხები საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში, თბ; 2002.
  6. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ; 2007.
  7. ჰ. ბოელინგი. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ; 2003.
  8. მ. თოდუა, შ. ქურდაძე, ცალკეული კატეგორიის სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, თბ; 2005.
  9. შ. ქურდაძე, სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში. თბ; 2006.
  10. მ. წიქვაძე, განჩინება სამოქალაქო პროცესში და მისი გასაჩივრების წესი, თბ; 2004.
  11. ზ. ძლიერიშვილი, უდავო წარმოება, თბ; 2000.
  12. ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, თბ; 2007.
  13. რ. ხურცილავა, გამარტივებული წარმოება საქართველოს სამოქალაქო პროცესში, თბ; 2009.
  14. რ. ხურცილავა, დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი სამოქალაქო პროცესში; თბ; 2008.
  15. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, საქართველოს უზენაესი სასამარტლოს პრაქტიკა უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტების დადგენის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-316-ე მუხლების კომენტარი, პრაქტიკული სახელმძღვანელო, პირველი გამოცემა, თბ; 2003.
  16. გ. სასამართლო გადაწყვეტილებათა გადასინჯვის თეორიულ-პრაქტიკული კომენტარები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, თბ; 2002.
  17. ნ. ყურუა, სასამართლო მტკიცებულება, ზოგადი ნაწილი, თბ; 2005.
  18. ნ. ყურუა, მხარე სამოქალაქო პროცესში, თბ; 2007.
ინტერნეტ რესურსი
1.      www.supremecourt.ge
2.      www.constcourt.ge
5.      www.gba.ge
ნორმატიული მასალა:
  1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ (2011 წლის მდგომარეობით);
  2. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ (2011 წლის მდგომარეობით;
  3. საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ (2011 წლის მდგომარეობით);
  4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (2011 წლის მდგომარეობით);
  5. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (ქართულ ენაზე), თბ, 2010.

სასამართლო პრაქტიკა:
  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სამართლის საქმეებზე, 2001-2010 წლები;
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით, თბ, 2007.
სწავლების მეთოდები:  
სასწავლო კურსის შესწავლისას, შედეგის ეფექტურად მიღწევის მიზნით გამოყენებული იქნება სწავლების შემდეგი მეთოდები:
·         სტუდენტთა ჯგუფის ჩართვა დისკუსიაში, კრიტიკული აზროვნების უნარის  განვითარება;
·         სამართლებრივი პრობლემების გაანალიზება, ანალოგიის გზით დასაბუთება;
·         დამოუკიდებლი სამუშაოს შესასრულებლად დავალების მიცემა წიგნზე მუშაობის სახით.
·         სტუდენტების ჯგუფებად დაყოფა და სასწავლო დავალების მიცემა;
·         კონკრეტული შემთხვევის განხილვა, საკითხის ყოველმხრივი და საფუძვლიანი შესწავლა.

სწავლის შედეგი /კომპენტენციის დონე/: 
  • სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ, სტუდენტი ფლობს სიღრმისეულ ცოდნას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში კერძო დავების გადაწყვეტის ძირითად პრაქტიკულ საკითხებზე;
  • სტუდენტი შეძლებს პროცესუალური დოკუმენტების (სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, კერძო საჩივრის, საჩივრის) დამოუკიდებლად ფორმულირებას, თანმიმდევრობით დალაგებას და დასაბუთებას, კონსულტაციების გაწევას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით;
  • აქვს  სამოქალაქო სამართლის ამა თუ იმ საქმეზე გადაწყვეტილების შეფასების, ანალიზის, კრიტიკის და დასკვნების გამოტანის უნარი;
  • სტუდენტს შეუძლია  პროფესიულ საკითხებზე კოლეგებთან ურთიერთობა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
კურსის დასახელება
კომპეტენციები
ცოდნა და გაცნობიერება
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
დასკვნის გაკეთების უნარი
კომუნიკა–ციის უნარი
სწავლის უნარი
ღირებულებები
კერძო დავების გადაწყვეტა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში

X
X
X
X




შეფასების კრიტერიუმები:
საგნის მიმდინარე და საბოლოო  შეფასების ჯამური ქულა სემესტრში არის 100,
რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის: დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას, შუალედურ და ფინალურ შეფასებას:
·     I შუალედური შეფასება -  30 ქულა; ჩატარდება წერითი  ფორმით (სტუდენტებს
     გამოცდაზე მიეცემათ ორი საკითხი);
·     II  შუალედური შეფასება -  30 ქულა; ჩატარდება წერითი ფორმით (სტუდენტებს
     გამოცდაზე მიეცემათ ორი საკითხი);                                                                                                                                          
·     ფინალური შეფასება -  40 ქულა; ფინალური გამოცდა დაინიშნება სემესტრის ბოლოს 
     დეკანატის მიერ დადგენილი ცხრილით. ფინალური გამოცდა მოიცავს კურსში
               გავლილი ყველა თავის შემოწმებას. საგამოცდო ბილეთში შეტანილი იქნება სამი
     საკითხი. გამოცდა ჩატარდება ზეპირი ფორმით.
·      შეფასება იწარმოებს 10 ბალიანი სისტემით, რომელიც შემდეგ ქვემოთ   
     წარმოდგენილი ფორმულით გადაყვანილი იქნება 100 ბალიან შეფასებაში.
·    შეფასების კომპონენტში იწერება შემდეგი სახის პირველადი შეფასებები
     თითოეული   საკითხის მიხედვით:

შეფასება
პირობა
10
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საგამოცდო საკითხის ყოველმხრივი, სისტემური და ღრმა ცოდნა, გამართულად შეასრულა საკითხით გათვალისწინებული ყველა დავალება.
9


8
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საკითხის სრული ცოდნა და გააშუქა იგი მცირეოდენი ხარვეზებით.
7


6
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საკითხის ცდნა იმ მოცულობით, რაც საკმარისია შემდგომში სწავლისა და მომავალი პროფესიული მუშაობისათვის; თავი გაართვა საკითხით გათვალისწინებული დავალების მოცულობის არანაკლებ ნახევარს.
5


4
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საკითხის არასრულყოფილი ცოდნა, უძნელდება მისი ნახევრის შესრულება.
3


2
თუ სტუდენტმა გაწეული გარკვეული ძალისხმევის მიუხედავად, დაუშვა პრინციპული შეცდომები საკითხით გათვალისწინებული დავალების შესრულების დროს, მაგრამ მისი პასუხი შეიცავს რაიმე სწორ მოსაზრებას, თეზისს.
1


0
თუ სტუდენტმა საკითხი საერთოდ არ გააშუქა ან აბსოლუტურად არასწორად გააშუქა.

·         სტუდენტის მიერ მოპოვებული ქულა - X, განისაზღვრება შემდეგნაირად: X = e / 10 * n
       სადაც:  
             e - არის ბილეთში მოცემული თითოეული საკითხის პირველადი შეფასებების
                საშუალო არითმეტიკული;
   n - შეფასების კომპონენტისათვის განკუთვნილი ქულა;
  • საგამოცდო უწყისში აისახება სტუდენტის მიერ მოპოვებული ქულა                      
   (მაგალითი: ვთქვათ სტუდენტმა სამ საკითხიან ბილეთში საკითხების მიხედვით   
   მიიღო შემდეგი პირველადი შეფასებები: I საკითხი - 3; II საკითხი-4, III საკითხი - 6.ამ
   პირველადი შეფასებების საშუალო არითმეტიკული იქნება (3+4+6)13:3=4,3. თუკი
             შეფასების ამ კომპონენტისათვის განკუთვნილი ქულა n=30, მაშინ სტუდენტის მიერ
  მოპოვებული ქულა იქნება: X=4,3:10 x 30=12,9);                                                              
  • კურსი ათვისებულად ითვლება, თუ სტუდენტის საბოლოო შეფასება მეტია 51-ზე;
·         საბოლოო  ქულობრივი შეფასებები განიმარტება შემდეგნაირად:
               91-100 ქულა – (A) ფრიადი;
               81-90 ქულა - (B) ძალიან კარგი;
        71-80 ქულა – (C) კარგი;
               61-70 ქულა – (D) დამაკმაყოფილებელი;
               51-60 ქულა – (E) საკმარისი;
               41-50 ქულა – (FX) ვერ ჩააბარა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
               მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
               ერთხელ გასვლის უფლება;
               41-ზე ნაკლები    (F) ჩაიჭრა,რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
               სამუშაო არ  არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი;
  •   მოცემული შეფასების მიღება ხდება შუალედური შეფასებებისა და შემაჯამებელი   
     (ფინალური) გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე;
  •   შუალედური და შემაჯამებელი (ფინალური) გამოცდის  შეფასებების     ჩატარების   
     დრო ზუსტდება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

No comments:

Post a Comment