Monday, September 19, 2011

სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში





აკაკი წერეთლის სახელმწიფონივერსიტეტი



საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამართლის  დეპარტამენტი

 






სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 


სამართლის  სპეციალობის ბაკალავრიატის

სტუდენტებისათავის

















სასწავლო კურსის დასახელება:  სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის  
                                                                სასამართლოში.
სასწავლო კურსის კოდი: SLB0711    
სასწავლო კურსის სტატუსი :  სპეციალიზაციის მოდულის(კერძო სამართალი) არჩევითი
კურსი
კურსის დონე: ბაკალავრიატი
ECTS:  კრედიტების რაოდენობა -  5 კრედიტი.
საგანმანათლებლო პროგრამის/ფაკულტეტის სახელწოდება: სამართალი,
                                                                           საზოგადოებრივ  მეცნიერებათა ფაკულტეტი.
სწავლების ენა: ქართული
სასწავლო კურსის ავტორი:   რობიზონ ხურცილავა, ასისტენტ პროფესორი, სამართლის
                                                    დოქტორი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
                           სამართლის დეპარტამენტი.
                             ტელ.: 598 10 18 68
                                            E-mail: robizoni555@mail.ru
სასწავლო კურსის მიზანი: 
მისცეს სტუდენტს პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ის უნარ–ჩვევები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპისთვისაა აუცილებელი, გააცნოს ის ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობამ განიცადა, გამოიმუშავოს პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო დავების განხილვის დროს სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესუალური თავისებურებანი და განაზოგადოს სამოქალაქო დავების განხილვის სხვადასხვა სტადიებზე სათანადო გადაწყვეტილების მიღებისა და ობიექტური ჭეშმარიტების მიღწევის შესაძლებლობანი. განუვითაროს პირველი ინსტანციის სასამართლოში ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების, კონკრეტული სიტუაციის შეფასების უნარი.

სასწავლო კურსის ფორმატი:
ჯგუფში მუშაობა - 45.

სემესტრში, სთ
კვირაში, სთ
ლექცია
45
3
დამოუკიდებელი მუშაობა
80


დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი საათი ნაწილდება შემდეგი სახით:
        ჯგუფური მუშაობისათვის მომზადება - 30 სთ;
        I შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარება - 13 სთ;
        II შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარება - 13 სთ;
        ფინალური გამოცდის მომზადება-ჩაბარება - 24 სთ.


სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობა:  სამოქალაქო სამართლის პროცესი

სასწავლო კურსის შინაარსი:  

კვირის ნომერი
პრაქტიკული მეცადინეობა
ლიტერატურა
საათების რაოდენობა
თემა
1
2
3
4
1         
1
სარჩელის წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სარჩელის შინაარსი, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები.
910 მუხლი 177-179, [2] გვ. 148-564, 464-478, 485-490.
1
სარჩელის წარმოებაში მიღება, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, აღნიშნულთან დაკავშირებით საპროცესო დოკუმენტების შედგენა.
[1] მუხლი 183-187, [2] გვ. 559-564, [3] კაზუსი №98
1
სარჩელის ფორმულარების განხილვა.
[6].
2         
1
სარჩელის სახეები, მიკუთვნებითი, აღიარებითი და გარდაქმნითი სარჩელები, მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.
[1] მუხლი 180, [2] გვ. 478-485, [3] კაზუსი №92
1

შეგებებული სარჩელის მნიშვნელობა, შეგებებული სარჩელის აღძვრა, შეგებებული სარჩელის მიღების პირობები, საქმის განხილვს გადადება შეგებებული სარჩელის აღძვრის გამო.

[1] მუხლი 188-190, [2] გვ. 490-520.
1

სარჩელის შედგენასთან დაკავშირებით პრაქტიკული უნარ ჩვევების გამომუშავება.

[6]
3         
1

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გამოტანა.

[1] მუხლი 191-195, [2] გვ. 520-534.
1

სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორით

[1] მუხლი 196.
1

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება, საჩივრის განხილვა, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.

[1] მუხლი 197-199, [2] გვ. 535-546.
4         
1

სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადების მიზანი, სასამართლოს დავალებები მოპასუხისადმი.

[1] მუხლი 200-201, [2] გვ. 267-269.
1

შესაგებელი, შესაგებელთან დაკავშირებით ფორმულარის გაანალიზება.

[1] მუხლი 201, [6]
1
საქმის მომზადების მიზნით შესასრულებელი საპროცესო მოქმედებები.
[1] მუხლი 203-209, [2] გვ. 569-580.
5         
1
სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება.
[1] მუხლი 210-214, [2] 606-621.
1
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვის პრქტიკული მნიშვნელობა, ახალი მტკიცებულებებების წარმოდგენის საფუძვლები.

1
საქმის განხილვის დაწყება, მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა.
[1] მუხლი 217-2171
6         
1
მხარეთა მორიგებით საქმის დასრულების მნიშვნელობა.
[1] მუხლი 218.
1
მხარეთა ზეპირი შეჯიბრი, მხარეთა პაექრობა და რეპლიკა, პრაქტიკული უნარ ჩვევების ჩამოყალიბება.
[1] მუხლი 220-222, [2] 621-629.
1
მხარეთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით ჯგუფში მუშაობა და პრაქტიკული უნარ ჩვევების ჩამოყალიბება.
[4] გვ. 155-168.
7         
1
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის, მოპასუხის ან ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.
[1] მუხლი 229-2321, [2] გვ. 931-935.
1
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება.
[1] მუხლი 233-237, [2] გვ. 935-937.
1
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის შინაარსი, საჩივრის განხილვა, ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების შედგენა.
[1] მუხლი 238-242, [2] გვ. 940-941, 942-980.
8         
1

სასამართლო (საბოლოო) გადაწყვეტილება, საკითხები რომლებიც უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
[1] მუხლი 243-244.
1

ნაწილობრივი გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ნაწილობრივი გადაწყვეტილების შედგენა.
[1] მუხლი 245.
1
წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების შედგენა.
[1] მუხლი 246.
9         
1
სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლები, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი. სასამართლოს გადაწყვეტილების შედგენა.
[1] მუხლი 247, [2] გვ. 850-862, 880-896.
1
გადაწყვეტილების გამოტანა, გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებათან დაკავშირებით განჩინინების შედგენა.
[1] მუხლი 257-260, [2] გვ. 629-632, 862-866.
1
დამატებითი გადაწყვეტილება,  გადაწყვეტილების განმარტება, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, განაწილვადება, აღსრულკების საშუალებისა და წესის შეცვლა.
[1] მუხლი 261-263, [2] გვ. 866-880.
10     
1
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.
[1] მუხლი 264-271, [2] გვ. 897-906.
1
საქმის წარმოების დამთავრება გდაწყვეტილების გამოტანის გარეშე, საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება.
[1] მუხლი 271-278, [2] გვ. 641-650, [3] კაზუსი №99.
1
საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით სასამართლო რაქტიკის ანალიზი.
[2] გვ. 650-656.
11     
1
საქმის წარმოების შეჩერება.
[1] მუხლი 279-283, [2] გვ. 636-640.
1
სასამართლო განჩინება.
[1] მუხლი 284-286, [2] გვ. 906-911.
1
სასამართლო ოქმის მნიშვნელობა.
[1] მუხლი 287-291, [2] გვ. 632-636.
12     
1

სასარჩელო და გამარტივებული წარმოების საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, გამარტივებული წარმოების სახეები, თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელები, აღნიშნულთან დაკავშირებით საპროცესო აქტების შედგენა.
[1] მუხლი 292-301, [5] გვ. 17-51, 66-99.

1
დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი, საპროცესო აქტების შედგენა.
[1] მუხლი 302-3097, [5] გვ. 102-242.
1
აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის განხილვის წესი,  ცლკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, საპროცესო აქტების შედგენა.
[1] მუხლი 3098-30921, [5] გვ. 243-268.
13     
1
უდავო წარმოება (ზოგადი დებულებანი), იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.
[1] მუხლი 312-316, [2] გვ. 657-680.
1
მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება, მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და ქმედუუნაროდ აღიარება, დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და სორდერო ფსიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება), კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ჩამოყალიბება.
[1] მუხლი 317-336, [2] გვ. 680-699, 709-714.
1
ქონების უპატრონოდ ცნობა, შვილად აყვანა, დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა, უდავო წარმოებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, კონკრეტული შემთხვევის განხილვა.
[1] მუხლი 337-3566, [2] გვ. 699-709, 715-732.
14     
1
საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი.
[1] მუხლი 352-356, [2] გვ. 807-844.
1
წარმოება რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით.
[1] მუხლი 3561-3567.
1
წარმოება პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
[1] მუხლი 3568-35611.
15
1
არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი.
[1] მუხლი 35612-35619.
1
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
[1] მუხლი 35620-35623.
1
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება, საარბიტრაჟო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით საპროცესო აქტების შედგენა.
[1] მუხლი 35624.

                       
ძირითადი ლიტერატურა:  
1.      საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 2011  (ცვლილებებითა და დამატებებით);
2.      შ. ქურდაძე, სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში. თბ; 2006.
3.      ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ; 2003.
4.      ს. ჰენშელი, სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა, თბ; 2009.
5.      რ. ხურცილავა, გამარტივებული წარმოება საქართველოს სამოქალაქო პროცესში, თბ; 2009.
6.      საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშები - www.hcoj.gov.ge

დამატებითი ლიტერატურა:
  1. პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლისათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბ; 2008.       
  2. ა. კობახიძე, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ;  2003.
  3. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ; 2006.
  4. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო სამეთა წარმოება სასამართლოში, თბ; 2001.
  5. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო პროცესის საკითხები საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში, თბ; 2002.
  6. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ; 2007.
  7. ჰ. ბოელინგი. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ; 2003.
  8. მ. თოდუა, შ. ქურდაძე, ცალკეული კატეგორიის სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, თბ; 2005.
  9. შ. ქურდაძე, სამოქალაქო საქმეთა განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში,  თბ; 2006.
  10. მ. წიქვაძე, განჩინება სამოქალაქო პროცესში და მისი გასაჩივრების წესი, თბ; 2004.
  11. ზ. ძლიერიშვილი, უდავო წარმოება, თბ; 2000.
  12. ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, თბ; 2007.
  13. რ. ხურცილავა, დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი სამოქალაქო პროცესში; თბ; 2008.
  14. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, საქართველოს უზენაესი სასამარტლოს პრაქტიკა უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტების დადგენის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-316-ე მუხლების კომენტარი, პრაქტიკული სახელმძღვანელო, პირველი გამოცემა, თბ; 2003.
  15. გ. სასამართლო გადაწყვეტილებათა გადასინჯვის თეორიულ-პრაქტიკული კომენტარები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, თბ; 2002.
  16. ნ. ყურუა, სასამართლო მტკიცებულება, ზოგადი ნაწილი, თბ; 2005.
  17. ნ. ყურუა, მხარე სამოქალაქო პროცესში, თბ; 2007.

ინტერნეტ რესურსი
1.      www.supremecourt.ge
2.      www.constcourt.ge
5.      www.gba.ge
ნორმატიული მასალა:
  1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ (2011 წლის მდგომარეობით);
  2. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ (2011 წლის მდგომარეობით;
  3. საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“ (2011 წლის მდგომარეობით);
  4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (2011 წლის მდგომარეობით);
  5. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (ქართულ ენაზე), თბ, 2010.

სასამართლო პრაქტიკა:
  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სამართლის საქმეებზე, 2001-2010 წლები;
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით, თბ, 2007.

სწავლების მეთოდები:  
სასწავლო კურსის შესწავლისას, შედეგის ეფექტურად მიღწევის მიზნით გამოყენებული იქნება სწავლების შემდეგი მეთოდები:
·         სტუდენტთა ჯგუფის ჩართვა დისკუსიაში, კრიტიკული აზროვნების უნარის  განვითარება;
·         სამართლებრივი პრობლემების გაანალიზება, ანალოგიის გზით დასაბუთება;
·         დამოუკიდებლი სამუშაოს შესასრულებლად დავალების მიცემა წიგნზე მუშაობის სახით.
·         სტუდენტების ჯგუფებად დაყოფა და სასწავლო დავალების მიცემა;
·         კონკრეტული შემთხვევის განხილვა, საკითხის ყოველმხრივი და საფუძვლიანი შესწავლა.

სწავლის შედეგი /კომპენტენციის დონე/: 
  • სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ, სტუდენტი ფლობს სიღრმისეულ ცოდნას პირველი  ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ძირითად პრაქტიკულ საკითხებზე;
  • სტუდენტი შეძლებს პროცესუალური დოკუმენტების (სარჩელის, შესაგებლის, გადაწყვეტილების, განჩინების) დამოუკიდებლად ფორმულირებას, თანმიმდევრობით დალაგებას და დასაბუთებას, კონსულტაციების გაწევას პირველი ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.
  • აქვს  სამოქალაქო სამართლის ამა თუ იმ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების, შეფასების, ანალიზის, კრიტიკის და დასკვნების გამოტანის უნარი;
  • სტუდენტს შეუძლია მირებული ცოდნის დამოუკიდებლად გაღრამავება, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და აღქმა.


კურსის დასახელება
კომპეტენციები
ცოდნა და გაცნობიერება
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
დასკვნის გაკეთების უნარი
კომუნიკა–ციის უნარი
სწავლის უნარი
ღირებულებები
სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი  ინსტანციის სასამართლოში

X
X
X

X



შეფასების კრიტერიუმები:
საგნის მიმდინარე და საბოლოო  შეფასების ჯამური ქულა სემესტრში არის 100,
რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის: დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას, შუალედურ და ფინალურ შეფასებას:
·     I შუალედური შეფასება -  30 ქულა; ჩატარდება წერითი  ფორმით (სტუდენტებს
     გამოცდაზე მიეცემათ ორი საკითხი);
·     II  შუალედური შეფასება -  30 ქულა; ჩატარდება წერითი ფორმით (სტუდენტებს
     გამოცდაზე მიეცემათ ორი საკითხი);                                                                                                                                          
·     ფინალური შეფასება -  40 ქულა; ფინალური გამოცდა დაინიშნება სემესტრის ბოლოს 
     დეკანატის მიერ დადგენილი ცხრილით. ფინალური გამოცდა მოიცავს კურსში
               გავლილი ყველა თავის შემოწმებას. საგამოცდო ბილეთში შეტანილი იქნება სამი
     საკითხი. გამოცდა ჩატარდება ზეპირი ფორმით.
·      შეფასება იწარმოებს 10 ბალიანი სისტემით, რომელიც შემდეგ ქვემოთ   
     წარმოდგენილი ფორმულით გადაყვანილი იქნება 100 ბალიან შეფასებაში.
·    შეფასების კომპონენტში იწერება შემდეგი სახის პირველადი შეფასებები
     თითოეული   საკითხის მიხედვით:

შეფასება
პირობა
10
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საგამოცდო საკითხის ყოველმხრივი, სისტემური და ღრმა ცოდნა, გამართულად შეასრულა საკითხით გათვალისწინებული ყველა დავალება.
9


8
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საკითხის სრული ცოდნა და გააშუქა იგი მცირეოდენი ხარვეზებით.
7


6
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საკითხის ცდნა იმ მოცულობით, რაც საკმარისია შემდგომში სწავლისა და მომავალი პროფესიული მუშაობისათვის; თავი გაართვა საკითხით გათვალისწინებული დავალების მოცულობის არანაკლებ ნახევარს.
5


4
თუ სტუდენტმა გამოამჟღავნა საკითხის არასრულყოფილი ცოდნა, უძნელდება მისი ნახევრის შესრულება.
3


2
თუ სტუდენტმა გაწეული გარკვეული ძალისხმევის მიუხედავად, დაუშვა პრინციპული შეცდომები საკითხით გათვალისწინებული დავალების შესრულების დროს, მაგრამ მისი პასუხი შეიცავს რაიმე სწორ მოსაზრებას, თეზისს.
1


0
თუ სტუდენტმა საკითხი საერთოდ არ გააშუქა ან აბსოლუტურად არასწორად გააშუქა.

·         სტუდენტის მიერ მოპოვებული ქულა - X, განისაზღვრება შემდეგნაირად: X = e / 10 * n
       სადაც:  
             e - არის ბილეთში მოცემული თითოეული საკითხის პირველადი შეფასებების
                საშუალო არითმეტიკული;
   n - შეფასების კომპონენტისათვის განკუთვნილი ქულა;
  • საგამოცდო უწყისში აისახება სტუდენტის მიერ მოპოვებული ქულა                     
   (მაგალითი: ვთქვათ სტუდენტმა სამ საკითხიან ბილეთში საკითხების მიხედვით   
   მიიღო შემდეგი პირველადი შეფასებები: I საკითხი - 3; II საკითხი-4, III საკითხი - 6.ამ
   პირველადი შეფასებების საშუალო არითმეტიკული იქნება (3+4+6)13:3=4,3. თუკი
             შეფასების ამ კომპონენტისათვის განკუთვნილი ქულა n=30, მაშინ სტუდენტის მიერ
  მოპოვებული ქულა იქნება: X=4,3:10 x 30=12,9);                                                              
  • კურსი ათვისებულად ითვლება, თუ სტუდენტის საბოლოო შეფასება მეტია 51-ზე;
·         საბოლოო  ქულობრივი შეფასებები განიმარტება შემდეგნაირად:
               91-100 ქულა – (A) ფრიადი;
               81-90 ქულა - (B) ძალიან კარგი;
        71-80 ქულა – (C) კარგი;
               61-70 ქულა – (D) დამაკმაყოფილებელი;
               51-60 ქულა – (E) საკმარისი;
               41-50 ქულა – (FX) ვერ ჩააბარა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
               მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
               ერთხელ გასვლის უფლება;
               41-ზე ნაკლები    (F) ჩაიჭრა,რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
               სამუშაო არ  არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი;
  •   მოცემული შეფასების მიღება ხდება შუალედური შეფასებებისა და შემაჯამებელი   
     (ფინალური) გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე;
  •   შუალედური და შემაჯამებელი (ფინალური) გამოცდის  შეფასებების     ჩატარების   
     დრო ზუსტდება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

No comments:

Post a Comment