Thursday, September 29, 2011

1


ალბერტ აინშტაინი
სრული სახელი და გვარი: ალბერტ აინშტაინი
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 14 მარტი, 1879 წელი
გარდაცვალების თარიღი: 18 აპრილი, 1955 წელი
უდიდესი ფიზიკოსი, რომელიც ღირსეულად მიიჩნევა XX საუკუნის ყველაზე გამოჩენილ და წარმატებულ მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანა კოსმოლოგიის განვითარებაში. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.
  • კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?
  • რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.
  • მშიერი კუჭი კარგი პოლიტიკური მრჩეველი ვერ იქნება.
  • ღმერთი კამათლით არ გვეთამაშება.
  • ყველაფერი შეიძლება იყოს ისეთი უბრალო, როგორიც არის, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უბრალო, როგორიც არის.
  • თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მაშინ შეცვალე ფაქტები.
  • მინდა ვიცოდი ღმერთის ფიქრები
  • თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.
  • წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია.
  • ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.
  • სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.
  • კარგადჩაიხედე ბუნებაშიდა ყველაფერს უკეთ მიხვდები.
  • შეისწავლე თამაშის წესები და ითამაშე ყველაზე უკეთ.
  • მოდი ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყვე ღირსეული და დასაფასებელი.
  • ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.
  • მეცნიერი საწყალი ფილოსოფოსია.
  • გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.
  • განსხვავება გენიასა და სულელობაში: გენიას გააჩნია თავისი საზღვრები.
  • მშვიდობა ურთიერთგაგებით მიიღწევა.
  • ისწავლე გუშინ, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი
  • ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
  • მორალი ყველაზე მნიშვნელოვანიამაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.
  • ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსეშანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.
  • არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა.
  • მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ.
  • მე არასდროს ვფიქრობ მომავალზეის ისედაც სწრაფად მოვა.
ბლეზ პასკალი
სანამ პასკალის გამონათქვამებს გადაავლებდეთ თვალს მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:
სრული სახელი და გვარი: ბლეზ პასკალი
ეროვნება: ფრანგი
დაბადების თარიღი: 19 ივნისი, 1623 წელი
გარდაცვალების თარიღი: 19 აგვისტო, 1662
ბლეზ პასკალი ფრანგი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი და მეცნიერი გახლავთ. ზემოდჩამოთვლილი პროფესიების გარდა ფრანგი ფიზიკოსი კიდევ მრავალი დარგებით იყო გატაცებული. იგი ჰიდროსტატიკის ერთ-ერთი დამფუძვნებელი და ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • წარმოსახვას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია.
  • თუ ჩვენ ჩვენივე ფიქრებს დავუკვირდებით, მიხვდებით, რომ იგი წარსულიდან და მომავლიდანაა აღებული.
  • კანონი, რომელიც ხალხს რაღაც ზედმეტს აძალებს, იგი უსუსურია.
  • სიყვარულს რაღაც ამოუცნობი მიზნები ამოძრავებს.
  • შენ ყოველთვის იმას აღიარებს რაც არ გესმის.
  • შენ არ გიყვარს პერსონა, შენ გიყვარს პერსონის თვისებები.
  • მხოლოდ სირცხვილი არაფერია.
  • პიროვნებასაზიზღარია.
  • ხალხს ძულს რელიგია, მაგრამ ეშინიათ იმისა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სიმართლეც იყოს.
  • ჩვენ მხოლოდ ბრძოლა გვანიჭებს სიამოვნებას და არა გამარჯვება.
  • არც ერთი ადამიანი არ დაეხმარებოდა მის მეგობარს, რომ ცოდნოდა თუ რას ლაპარაკობს იგი მის ზურგს უკან.
  • ეშმაკი უსაზღვროა.
  • მჭერმეტყველება ფიქრების ერთგვარი ფერწერით გამოსახვაა.
  • თუ ფილოსოფიისთვის დრო არ გჩება, მაშინ ნამდვილი ფილოსოფოსი ხარ.
  • ორი რამ აკონტროლებს ადამიანის ბუნებას: ინსტიქტი და გამოცდილება.
  • ამაოება არსებობს, მაგრამ ზედაპირულად.
  • როდესაც ჩვენ ვხედავთ რაიმე გასაოცარ ბუნებრივ სტილს, ჩვენ ვრჩებით მოხიბლულები და გაოცებულები. ამის შემდეგ გვინდება გავიგოთ ვინ არის ამ გენიოსობის ავტორი და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ის პერსონაა.



სრული სახელი და გვარი: იოჰან ვოლფგანგ ვონ გოეთე
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 28 აგვისტო, 1749 წელი
გარდაცვალების თარიღი: 22 მარტი, 1832 წელი
იოჰან გოეთე გახლავთ გამოჩენილი გერმანელი პოეტი, მოაზროვნე, მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: “პანდორა”, “ჰერმანი და დოროთეა”, “ფაუსტიდა . . გოეთეს სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • გამოუყენებელი სიცოცხლე ადრეული სიკვდილის ტოლფასია.
  • იყავი გულკეთილი და ხშირად გაუმეორე კეთილი სიტყვები ისეთ ხალხს ვინც გულმავიწყია.
  • კაცის მანერები მისივე პორტრეტია, რომელშიც იგი თავის ნამდვლის სახეს გვაჩვენებს.
  • იზრდება ცოდნაიზრდება ეჭვი.
  • შეგიძლია თავი მკვდრად ჩათვალო, თუ არავის ნდობა არ გაქვს.
  • ცოტას შეუძლია ჰქონდეს რეალიზმის წარმოსახვითი ხედვა.
  • ყველას უნდა, რომ იყოს ვინმე; არავის არ სურს გაზრდა.
  • ცხოვრების თითოეული ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ წინდახედულება ძალიან საჭიროა.
  • ჩვენ ყოველდღე უნდა მოვუსმინოთ მუსიკას, ყოველდღე უნდა წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, ყოველდღე უნდა დავაკვირდეთ ერთ კარგ სურათს და თუ შესაძლებელია ყოველდღე უნდა ვთქვათ კეთილგონიერი და მგრძნობიარე სიტყვები.
  • ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას.
  • მე შენ მიყვარხარ, შენ რა ბიზნესით ხარ დაკავებული?
  • თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას.
  • სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი.
  • სიცოცხლე ჩვენი ბავშვობის მარადისობაა.
  • მაგია, ეს ხომ თვითდაჯერებაა და თუ შენ ამას შეძლებ შეგიძლია ჩათვალო, რომ ყველაფერი შეგიძლია.
  • არაფერი ფასობს ისე, როგორც ერთი დღე.
  • არაფერი ისე არ ასახავს ადამიანის ხასიათს, რაც ის, რაზეც იგი იცინის.
  • არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის დანახვა, რომ ვიღაცის მოქმედებაში ერთი დიდი უვიცობა დევს.
  • არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უგემოვნო წარმოსახვის გრძნობა.
  • პიროვნულობა ხელოვნებაში და პოეზიაში უმნიშვნელოვანესია.
  • ადამიანისნახევრად-ცოდნაგამომდინარეობს მეორე ადამიანის ცოდნისაგან.
  • გმირობა ყველაფერია, ხოლო დიდება და სახელი არარა.
  • ყველაზე ძნელი საქმე შენ თვალ წინ მომხდარის გაანალიზებაა.
  • ადამიანის გონება შეუზღუდავია.
  • პატარა კაციმაინც კაცად ითვლება.
  • ნამდვილი და მართალი კაცი ყოველი მომენტის გამოყენებას ცდილობს.
  • არაბუნებრივი ძალიან ბუნებრივი რამაა.
  • სიტყვები ყოველთვის მეორდება.
  • მოქმედება გამჭრიახობის გარეშე, ეს ხომ საშინელებაა.
  • რომ შექმნა რაიმე, აუცილებლად უნდა იყვე ვინმე.
  • ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთლიან დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.
  • ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.
  • რაც არ იწყება დღეს, ის არ დამთავრდება ხვალ.




სრული სახელი და გვარი: ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 15 ოქტომბერი, 1844 წელი
გარდაცვალების თარიღი: 25 აგვისტო, 1900 წელი
ფრიდრიხ ნიცშე XIX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფილოსოფოსიაიგი მსჯელობდა როგორც რელიგიაზე, ისევე სიყვარულზე, კულტურაზე, მეცნიერებაზე და . . ნიცშეს სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • ყოველი დიდებული აზრი სეირნობისას გვებადება.
  • მსახიობს ევროპაში, პარიზის გარდა არცერთი სახლი არ გააჩნია.
  • ოჰ ქალებიისინი ხომ ყველაფერ მაღალსა და კარგს უფრო დიდ შეფასებას აძლევენ, ხოლო ცუდსა და დაბალს კი ბოლომდე ამდაბლებენ.
  • კარგი მწერალი, როგორც თავის სულს, ისევე მისი მეგობრის სულსაც ადვილად ეუფლება.
  • ხელოვნება ცხოვრების შესაფერი ამოცენაა.
  • კეთილ სულს ეგოიზმი ახასიათებს.
  • ეშმაკ კაცებს არ გააჩნიათ სიმღერები” – მაშ რუსებზე რაღას ვიტყვით?
  • გადაშენება ნამდვილად ნამყო დროა, რომელიც აწმყოში არასდროს მოგვევლინება.
  • რწმენა: არ მინდა გავიგო რა არის სიმართლე.
  • მე ვცხოვრობ, მე ვფიქრობ: მე ისევ ვცხოვორ, როგორც ჩანს ფიქრი კვლავ მომიწევს.
  • მე ვირწმუნებდი ისეთ ღმერთს, რომელსაც ცეკვა ძალუძს.
  • სიზარმაცე ფსიქოლოგიის მშობელია.
  • ქალი, რომელიც ფლობს მრავალ ღირსებას მას ვიღაც აუცილებლად გაექცევა. ხოლო, თუ მას არ გააჩნია ღირსებები ის თავისით გაექცევა მის თავს.
  • სამოთხეში ყველა საინტერესო ადამიანი ცდება.
  • მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს.
  • არის ადამიანი ღმერთის შეცდომა? – თუ ღმერთია ადამიანის შეცდომა?
  • მე ამბიციური ვარ. მსურს, რომ 10 წინადადებით ვთქვა ის, რასაც სხვები მთელი წიგნით ამბობენ.
  • მორალიდიდი ინსტიქტია, რომელიც ნამდვილ ინდივიდებს გააჩნიათ.
  • სიყვარული ნუგეში არაა. ის უბრალოდ სინათლეა.
  • სიყვარული ბრმაა; მას მეგობრობა უხვევს თვალებს.
  • თუ გაუზიარებ შენს სიხარულს სხვებს, უთუოდ გაიჩენ მეგობრებს, ხოლო თუ დამალავ მათ, უბრალოდ დაიტანჯები.
  • წარმატება ყოველთვის დიდი მატყუარა იყო.
  • თუ ბევრს ლაპარაკობ ვინმეზე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შენ მის ნამდვილ სახეს მალავ.
  • არ არსებობს ფაქტები, აქ მხოლოდ ინტერპრეტაციებია.
  • არ არსებობს სამარადისო ფაქტები, აქ მხოლოდ აბსოლიტური სიმართლეა.
  • ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი თავის მოტყუებაა. ხოლო სხვების მოტყუება ეს იშვიათი გამონაკლისია.
  • ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.
  • სხვისი მიზნების დავიწყება მხოლოდ სულელებს ახასიათებთ.
  • ცხოვრება ტანჯვაა, სიკვდილს გადარჩენა კი ტანჯვის რამდენიმე მნიშვნელობის გამორკვევას ნიშნავს.
  • ჩვენი ფიქრები ჩვენივე გრძნობების სარკეაიგი ყოველთვის ბნელია, ცარიელი და უბრალო.
  • რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.
  • ჩვენგვესმინებისმხოლოდ ისეთი კითხვები, რომლზეც პასუხის გაცემა გვძალუძს.
  • რა შეგვიძლია ჩვენ? – ქება და ბრალდება. ეს არის ადამიანების ღირსება, ეს არის ადამიანის სიგიჟე.
  • როდესაც იყურები უფსკრულში უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოგყურებს შენ.
  • ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.
  • მუსიკის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ შეცდომა იქნებოდა.



სრული სახელი და გვარი: უილიამ შექსპირი
ეროვნება: ინგლისელი
დაბადების თარიღი: 26 აპრილი, 1564 წელი
გარდაცვალების თარიღი: 23 აპრილი, 1616
უილიამ შექსპირი XVI-XVII საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგად და პოეტად ითვლებამისი ცნობილი ნაწარმოებებია: “ჰამლეტი”, “რომეო და ჯულიეტა”, “მეფე ლირიდა . შექსპირის სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს.
  • სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.
  • გამბედაოდა ჩემი მეგობარია.
  • დაბადება მოტაცებას გავს, რომლის შემდეგ მონობას გისჯიან.
  • სიკვდილიეს საშინელებაა.
  • მიეციშენი ფიქრები ენას.
  • ღმერთმა ერთი სახე მოგცა. შენ უნდა ეცადო მეორე შექმნა.
  • მე ერთ დროს გაღმერთებულიც ვიყავი.
  • მე ვთქვი: აქ არ არის სიბნელე, მაგრამ აქაურობა სავსეა უვიცობით.
  • ბევრი ისმინე, ცოტა ილაპარაკე.
  • არაფერს ელოდე არაფრისგან.
  • ნელა თქვი, თუ რა თქმა უნდა სიტყვა სიყვარულს ამბობ.
  • ეჭვი ყოველთვის სტუმრობს დამნაშავე გონებას.
  • ისინი ამბობენ: სასწაულები წარსულში დარჩა.
  • ვინც არ გამოხატავს სიყვარულს, ესე იგი მას არ უყვარს.
  • არც ერთი ხელოვნება არ შეისწავლის ადამიანის სახეს.
  • აქ ბევრია ისეთი ვისაც ჭკუაზე მეტი თმა აქვს.
  • გაკეთდაესე იგი შეუძლებელიც არ ყოფილა.
  • წარსულიეს პროლოგია.
  • კარგით, თუ ფორტუნა იქნებოდა ქალი, მაშინ იგი საკმაოდ ახალგაზრდაც იქნებოდა ამ მექანიზმისთვის.
  • ჩვენ ვიცით რაც ვართ, მაგრამ არ ვიცით რა შეიძლება ვყოფილიყავით.
  • ჩვენ დროის საკითხნი ვართ, დრო კი მირბის.
  • რომ გააკეთო რაიმე დიდი და რაც მთავარია სწორი, მაშინ მოგიწევს პატარა არასწორის გაკეთებაც.
  • სიტყვები, სიტყვები, სიტყვების მთელი ტბები, მაგრამ გულისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
  • დაუფიქრებელ სიტყვებს სამოთხისკენ გზა მოჭრილი აქვთ.
  • ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.
  • როდესაც მამა ჩუქნის შვილს, ორივე იცინის. როდესაც შვილი ჩუქნის მამას, ორივე ტირის.
  • როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.
  • როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.



სრული სახელი და გვარი: ოსკარ ფინგალ `ფლაერტი უილს უაილდი
ეროვნება: ირლანდიელი
დაბადების თარიღი: 16 ოქტომბერი, 1854 წელი
გარდაცვალების თარიღი: 30 ნოემბერი, 1900 წელი
XIX საუკუნის ერთი-ერთი ყველაზე გამოჩენილი მწერალი, პოეტი, დრამატურგი. იგი რატომღაც თავისი დროების წინააღმდეგ გამოდიოდა და ცხოვრებაში ყოველთვის აქილიკებდა ყოველგვარ ოფიციალურსმისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებიდორიან გრეის პორტრეტიგახლავთ, რომელიც დღემდე პოპულარულია ყველა ასაკის მკითველისთვისოსკარ უაილდის სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • კაცი იქამდე იქნება ქალთან ბედნიერი სანამ არ ეყვარება ის.
  • მტრების არჩევაში კაცს სიფრთხილე არ ძალუძს.
  • კაცი რომელიც თავის თავზე არ ფიქრობს, საერთოდაც არც არაფერზე ფიქრობს.
  • კაცის სახე არ არის მისი ბიოგრაფია, ხოლო ქალის სახე კი გამოგონილი და შეთხზულია.
  • ავტორს შეუძლია გადაარჩინოს და გამოასწოროს ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება ბეჭვდვით შეცდომას
  • ნამდვილი მეგობარი მოულოდნელად გაყენებს ზიანს.
  • ხელოვნებაში მუშაობა, უნიკალური შედეგია უნიკალური ტემპერამენტისა.
  • ხელოვნება ცოტათი უსარგებლოცაა.
  • ქალები დედებს ემსგავსებიან. ეს მათთვის ტრაგედიაა. ამას კი კაცი არ აკეთებს. ის არის ის, ვინც ის არის.
  • ყოველთვის აპატიე მტრებსაი ეს გაანადგურებთ მათ ყველაზე უფრო.
  • არაჩვეულებრივი კაცი; მას არ ყავს მტრები და არავის არ სურს მასთან მეგობრობა.
  • ყველას შეუძლია ბედნიერად ცხოვრება სოფელში. იქ არ არისცდუნებები”.
  • არგუმენტები ექსტრემალურად ვულგარულია, კარგ საზოგადოებაში ყველას ერთი და იგივე პოზიცია აქვს
  • ქველმოქმედება ბრბოს ცოდვებს იწვევს.
  • საუბარი ამინდზე, ეს წარმოსახვის უნარს მოკლებულის საბოლოო თავშესაფარია.
  • სიკვდილი და ვულგარულობა, ეს არის ორი ფაქტი XIX საუკუნეში, აქედან კი ერთ-ერთი ახსნა შეუძლებელია.
  • სხვების მოტყუება. ესაა ის რასაც მსოფლიო რომანტიკას ეძახის.
  • ყოველი პორტრეტი, რომლშიც გრძნობების მთელი კორიანტელია ეს არის მხატვრის პორტრეტი და არა იმისა ვისაც იგი ხატავს.
  • ყოველ წმინდანს აქვს წარსული, ხოლო ცოდვილებს კი მომავალი.
  • ყველაფერი პოპულარულიარა სწორია”.
  • გამოცდილება ერთადერთი რამაა, რომელსაც არაფრისგან ვერ მიიღებ.
  • მოდა მახინჯი და აუტანელია, მას ხომ ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვცვლით.
  • მე იმდენად ახალგაზრდა არ ვარ, რომ ყველაფერი ვიცოდე.
  • მე იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ჩემს სიტყვებსაც კივერ ვხვდები”.
  • მე ჩემი გენიალურობა ჩემს ცხოვრებაში ჩავდე. ხოლო რაც შეეხება ჩემს ნიჭს, იგი ჩემივე ნაშრომებშია.
  • ილუზიასიამოვნებებშიპირველია.
  • დღეს დღეობით მხოლოდ არასაჭირო ინფორმაციები ვრცელდება, ეს ძალიან ცუდია.
  • ცხოვრება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას სერიოზულად ვერ მოეკიდები.
  • მეხსიერებაეს დღიურია, რომელიც ჩვენ სულ თან დაგვაქვს.
  • კაცი თავის თავზე ყოველთვის ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მიეცით მას ნიღაბი და ის გეტყვით ყოველგვარ სიმართლეს.
  • კაცს უნდა, რომ ქალის პირველი სიყვარული იყოსქალს კი მისი სატრფოს ბოლო სიყვარულად დარჩენა სურს.
  • კაცი იმიტომ ოჯახდება, რომ დაიღალაქალი კი უბრალოდ ცნობისმოყვარეა; ორივე იტანჯება.
  • ხალხის უმეტესობასხვა ხალხია”. ისინი ფიქრობენსხვის აზრებს”, მათი ცხოვრება უბრალოდ იმიტაციაა, მათი ვნებები უბრალოდციტატებია”.
  • არც ერთი კაცი არ არის ისეთი მდიდარი, რომ წარსულში დაბრუნება მოახერხოს.
  • არაფერია ისეთი დამამძიმებელი, როგორიც სიმშვიდე.
  • ვიღაცას ყოველთვის უყვარს. აი სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ იგი არასდროს დაოჯახდება.
  • პატრიოტიზმი ვირტუალური ბოროტებაა.
  • კითხვები არასდროს არააგაუფრთხილებელი”, აი პასუხებიკი
  • წარმატება მეცნიერებაა; თუ შენ გაქვს პირობები, შენ აუცილებლად მიაღწევ რაღაცას.
  • კაცს, რომელსაც ძალუძსბატონობალონდონურ სადილზე, მას მსოფლიოზეც შეუძლია იბატონოს.
  • პუბლიკა საოცრად ტოლერანტია. ის გპატიობს ყველაფერს გარდა გენიისა.
  • სამყაროს ნამდვილი საიდუმლოცხადიადა არა უხილავი.
  • სისულელეს გარდა არ არსებობს ცოდვა.
  • როდესაც კარგი ამერიკელები კვდებიან, ისინი პარიზს მიაშურებენ.
  • რატომ დავიბადე ესეთი თანამედროვე?



სრული სახელი და გვარი: ონორე ბალზაკი (1830 წლიდან ონორე დე ბალზაკი)
ეროვნება: ფრანგი
დაბადების თარიღი: 20 მაისი, 1799 წელი
გარდაცვალების თარიღი: 18 აგვისტო, 1850 წელი
ბალზაკი XIX საუკუნის კიდევ ერთი გამოჩენილი და სახელმოხვეჭილი მწერალიამან საზოგადოებას თავის ნოველებით დაამახსოვრა. ფრანგი მწერალის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებიშაგრენის ტყავია”. ონორე დე ბალზაკის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • სიტყვებისდინებანიორპირობის ნიშანია.
  • კარგი ქმარი არასდროს იძინებს პირველი და არასდროს დგებაბოლო”.
  • ნამდვილი დედა თავისუფალი არასდროსაა.
  • კაცი ქალთან შედარებითსაწყალი კრეატიულია”.
  • დიდი სიყვარული შამპანურით იწყება
  • ფინანსები, ისინი დროს გვანან, რომლებიც თავიანთ შვილებს შთანთქავენ.
  • ღრუბლები ღმერთსეფარებიან”.
  • მე მაკლერებს ადამიანთან ჯგუფს არ მივაკუთვნებდი.
  • ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.
  • სიყვარული თამაშია, რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის.
  • სიყვარული გრძნობების პოეზიური გამოხატვაა.
  • მანერები ერების პირფერობაა.
  • კაცებიკვდებიან სასოწარკვეთილებაში, სულებიექსტაზში.
  • ტავმდაბლობა სხეულის სინდისია.
  • კაცმა არასდროს არ უნდა შეიყვაროს მაშინ როდესაც ის ანატომიას სწავლობს, რადგან იმ დროს მას ქალისშუაზეგაჭრა უწევს.
  • ვიღაცას მაინც ჯერა, რომ ქორწინება სულისთვის მნიშვნელოვანია.
  • ჩვენი მტრები ჩვენი ერთადერთი ნაცნობები და ოჯახის წევრები არიან. მეფეებს არ ყავთ ოჯახის წევრები.
  • ვნებები უნივერსალური ჰუმანურობაა. რელიგისს, ხელოვნები, რომანიკისა და ისტორისს გარეშე ის უსარგებლო იქნებოდა.
  • რა არის ხელოვნება? – ბუნების კონცენტრაცია.
  • როდესაც კანონი ხდება დესპოტიზმი, მაშინ მორალი მოდუნებულია, ხანდახან კი პირიქითაც ხდება.
  • როდესაც ქალს ვუყვარვართ ის გვპატიობს ყველაფერს. ხოლო როდესაცარა, იგი ნდობას არ გვიცხადებს და ჩვენს სათნოებასაც კი უგულვებელყოფს.
  • თვითმკვლელობაში არის რაღაც დიდი და საშინელი.
  • ვინც ხარჯავს სწრაფად, ის არასდროს იქნება მდიდარი.
  • არაფერია იმაზე დიდი ვიდრე დიდი ტალანტი არავითარი პერსპექტივით.
  • სათნოება, შესაძლებლობები, ეს ყველაფერი უბრალოდ ზრდილობიან სულზე მიგვანიშნებს.
  • მარტოობა კარგია, მაგრამ შენ გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც გეტყვის, რომ მარტოობა მართლაც კარგია.
  • სწავლა ჩვენს გარშემომყოფთ მომხიბლაობას ჰმატებთ.
  • არავის არ გვიყვარს ქალი იმის გამო, რომ ის ლამაზია ან მახინჯი, სულელია თუ ჭკვიანი. ჩვენ გვიყვარს ისინი იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი.