Wednesday, September 28, 2011

ია ბერიძე თეა ჩუბინიძის მიმართ

ია ბერიძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს (წარმომადგენელი რობიზონ ხურცილავა) თეა ჩუბინიძის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა და დაეკისრა თეა ჩუბინიძეს ია ბერიძის სასარგებლოდ  ძირითადი თანხის 5000 აშშ დოლარის, ზიანის ანაზღაურების სახით ძირი თანხის 5000 აშშ დოლარის სრულად დაფარვამდე 7%-ის გადახდა და ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0,3%, მასვე დაეკისრა გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება

No comments:

Post a Comment