Wednesday, September 28, 2011

ავთანდილ ბარაბაძე შპს "ბჯდ და კომპანიის" მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე

ავთანდილ ბარაბაძემ (წარმომადგენელი რობიზონ ხურცილავა) სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს "ბჯდ და კომპანიის" მიმართ.
ხონის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2011 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა,  შპს "ბჯდ და კომპანიას" დაეკისრა ავთანდილ ბარაბაძის სასარგებლოდ  12 360 ევროს გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის  881,80 ლარის, იურიდიული მომსახურების 1175 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის, სააღსრულებო ბიუროში სარჩელის უზრუნველყოფის რეგისტრაციის 100 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერების გაცემისა და ყადაღის რეგისტრაციის 160 ლარის გადახდა.

No comments:

Post a Comment