Wednesday, September 28, 2011

პოლიტ-რეპრესირებულებზე კომპენსაციის ანაზღაურება


საქმე 3/1874-11                            
Gerb new
საქართველოს სახელით


15 agvisto 2011 წელი                                                                                 ქ. თბილისი         
შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - inga kvaWantiraZe

მოსარჩელე - ეთერ ანთელავა

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - ფულადი კომპესაციის მიღება

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი

1.    სასარჩელო მოთხოვნა

1.1. 2011 წლის 16 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა ეთერ ანთელავამ და ითხოვა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის დავალება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ დაიბადა 1938 წლის 24 მაისს, ქალაქ სოხუმში. Mმამას-ვალერიან ესტატეს ძე ანთელავას, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული ,,სამეული’’- 1938 წლის 13 მარტის დადგენილებით, კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, რაც მოყვანილ იქნა სისრულეში იმავე წლის 25 მარტს. Gგაიზარდა ობლობაში, რის გამოც განიცდიდა უმძიმეს მატერიალურ გაჭირვებას და მორალურ ტანჯვას.
აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1956 წლის 13 ივლისის დადგენილებით მისი მამა - ვალერიან ანთელავა რეაბილიტირებულ იქნა, ხოლო თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 04.08.1998. გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად  აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისროს ფულადი კომპენსაციის სახით 10 000 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლისთვისაც ცნობილი იყო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ვალერიან ესტატეს ძე ანთელავას, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული ,,სამეული’’- 1938 წლის 13 მარტის დადგენილებით კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით სასჯელის სახედ მიესაჯა დახვრეტა, რაც მოყვანილ იქნა სისრულეში იმავე წლის 25 მარტს. აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1956 წლის 13 ივლისის დადგენილებით ვალერიან ანთელავას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე  ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არასებობის გამო და რეაბილიტირებულ იქნა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:  

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  2005 წლის 07 აპრილის №7/10/9-1-42 საარქივო ცნობა.
- აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს 1956წ. 19 ივლისის №1/109 ცნობა.

3.1.2. მოსარჩე ეთერ ვალერიანის ასული ანთელავა დაბადებულია 1938 წლის 24 მაისს, სოხუმში.
     
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 

- სასარჩელო განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პირადი №62001007483, დაბადების მოწმობა.
3.1.3. Tbilisis mTawmindis raionis sasamarTlos 04.08.1998w. კანონიერ ძალაში შესული gadawyvetilebiT მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მამა - ვალერიან ანთელავა aRiarebuli iqna politikuri represiis msxverplad.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-         Tbilisis mTawmindis raionis sasamarTlos 04.08.1998w. გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებ და თვლის, რომ მოსარჩელ ეთერ ანთელავას სასარჩელო განცხადება  უნდა დაკმაყოფილდეს nawilobriv.

5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და ეროვნული კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“, საქართველოს კანონისაქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენცია.

6.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“.

6.2.1 ევროსასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის არსებობა, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულ დონეზე უდავოდ უნდა ყოფილიყო მიღებული აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს მისცემოდათ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა.

6.2.2 აღნიშნულიდან გამომდინარე, ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა ევროპული კონვენციითა და ევროსასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებთან.

6.3. საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” (ამჟამად მოქმედი რედაქციით).

6.3.1 აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

6.3.2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესაბამისად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, კანონის მე-9 მუხლი შემდეგნაირად იკითხება:

1.      პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.

2.      ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

3.      ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და             საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.      ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული   იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო.


6.4  საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსი  

6.4.1.  საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს არა უგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილი ადგენს ფულადი კომპენსაციის მიRების შესახებ სასარჩელო განცხადებისათვის დასართავი დოკუმენტების ნუსხას და განსაზღვრავს - ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს: ) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისასმემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.

6.4.2 ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2128- 2129 მუხლების შესაბამისად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების ფაქტს, რომელიც დასტურდება პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დოკუმენტით. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

6.4.3 ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2129- მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ თავით გათვალისწინებული დავა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი საქმის მხარეებს არ მოუთხოვიათ დავის ზეპირი მოსმენით განხილვა.


7.    სასამართლოს შეფასება

7.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ემყარება რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ეთერ ანთელავა ნამდვილად არის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის აწ გარდაცვლილ - ვალერიან ესტატეს ძე ანთელავას პირველი რიგის მემკვიდრე, რაც დასტურდება ვალერიან ესტატეს ძე ანთელავას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების დოკუმენტით - თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მისი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე.

7.2. სასამართლო, მხედველობაში იღებს რა ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”  კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ კი, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ობიექტურ ფაქტორებს (ასაკი - მოსარჩელე დაბადებულია 1938 წელს, არის ხანდაზმული 73 წლის; მისი მამა უკანონოდ  გაასამართლეს და დახვრიტეს, დარჩა მარჩენალის გარეშე, იზრდებოდა ობლად, რის გამოც განიცდიდა უმძიმეს მატერიალურ გაჭირვებას და მორალურ ტანჯვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ეთერ ანთელავას მიაკუთვნებს ფულად კომპენსაციას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 

7.3 სასამართლო მიუთითებს, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა პოლიტიკური რეპრესიებისა და ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტალური კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი. დღევანდელი ქართული სახელმწიფო, აღიარებს  პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილ მორალურ და ფიზიკურ ზიანს, ასევე, მათ მიერ შეტანილ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნის (”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ 1997 წლის კანონის პრეამბულა), ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მორალური კომპენსაციისა, სახელმწიფომ, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და ზემოხსენებული კანონის მიღების გზით[1], დაადგინა რეპრესირებულთა სოციალური დაცვის სხვადასხვა გარანტიები და გამოხატა თანადგომა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ მათ მიერ განცდილი ზიანის შეძლებისდაგვარად შემსუბუქების მიზნით. პოლიტიკური რეპრესიების უშუალო მსხვერპლთა მიერ რეალურად განცდილი უსამართლობისა და ტანჯვის გათვალისწინებით, სასამართლო აცნობიერებს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მიკუთვნებულმა კომპენსაციამ, სრულად აანაზღაუროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილი ზიანი.

7.4 სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს,  საქართველოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24- და 331-  მუხლების თანახმად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი კომპესაციის ანაზღაურება, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობაფულადი კომპესაციის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, მიიღოს კუთვნილი ფულადი კომპესაცია. საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24- მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

7.5. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ეთერ ანთელავას  სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს  ფულადი კომპესაციის სახით  400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება. 

8. საპროცესო ხარჯები

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი  და ქვეპუნქტების თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 2129 მუხლის   მეექვსე ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55- მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
                                              
სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 2128-2129 და 24- მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55- მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-, 247-248-, 249-, 364-, 367- და 369- მუხლებით და
                                     

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1.      მოსარჩელე ეთერ ანთელავას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს  ნაწილობრივ;

2.      პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის, მისი აწ  გარდაცვლილი მამის, ვალერიან ესტატეს ძე ანთელავას პირველი რიგის მემკვიდრის, ეთერ ანთელავას  სასარგებლოდ მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს ფულადი კომპესაციის სახით 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება. 

3.      მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე .თბილისი გრ. რობაქიძის . 7) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე .თბილისი, . აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, #6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.



მოსამართლე                                                                 inga kvaWantiraZe













[1] აღნიშნული კანონი, გარდა მორალური კომპენსაციისა, ადგენს რეპრესირებუთა სოციალური დაცვის სხვადასხვა გარანტიებს.

1 comment:

  1. 400 lari damijda am sabuTebis Sesagroveblad da Tan 4 dedmamis Svili vart . es aris dacinva da Tavze gadavla aseti admianebis winashe . zalian damamcirebeli da damakninebelia roca aset gadawkvetilebas igebs mosamartle .

    ReplyDelete